კონკურსი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იწვევს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს ქ. ბათუმში "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად.
"სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გაფართოების მიმართულებით მსჯელობის გამართვა იგეგმება ქ. ბათუმში, მიმდინარე წლის 18 ივლისს.
წყარო: jobs.ge
ბმული
გამომცხადებელი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო
გამოცხადების თარიღი
09.07.2018
განაცხადის ბოლო ვადა
01.08.2018