საერთაშორისო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), რომელიც 1919 წელს შეიქმნა და პროგრამებს მსოფლიოს 120 ქვეყანაში ახორციელებს, საქართველოში საქმიანობა 1993 წლიდან დაიწყო. ამ 28 წლის განმავლობაში, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ბავშვთა დაცვის, განათლების, ოჯახებისა და თემის გაძლიერების, ინკლუზიური განათლების, ბავშვთა ადრეული განვითარების, კატასტროფების რისკის შემცირების, ახალგაზრდობის უნარების განვითარების, ბავშვთა მონაწილეობის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების და გოგონებისა და ქალების გაძლიერების საკითხებზე.