საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის გაუმჯობესების, რესურსების გაზიარების მიზნით შეიქმნა ვებპორტალი www.csogeorgia.org. ასევე, საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვირტუალური სივრცე საშუალებას მისცემს დროის და ენერგიის მინიმალური დანახარჯით მიიღონ ინფორმაცია საზოგადოების ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შესახებ, ანუ გაეცნონ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.
პორტალი www.csogeorgia.org შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" პარტნიორობით, ასევე ფონდ Brot fur die Welt–ისა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაკვეთით პორტალი განახლდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის ან კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
იმისათვის, რომ სწრაფად მოძებნოთ და გაეცნოთ სასურველ ინფორმაციას, ორიოდე სიტყვით ავხსნით რა არის განთავსებული პორტალზე, როგორ მოვუყარეთ რესურსებს თავი და როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ.
საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბაზა – ეს არის პირველი მცდელობა საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების ერთიანი ბაზის შექმნის. რეგისტრირებული და მოქმედი ორგანიზაციების რიცხვი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ზუსტი სხვაობის თქმა ჯერჯერობით ჭირს. ამ ეტაპზე პორტალზე განთავსებულია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ასობით ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია. ასევე ძნელი სათქმელია რამდენად ასახავს ბაზა სრულყოფილად არსებულ სურათს. ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ათასობით ვებგვერდიდან მოვიპოვეთ (საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების შემდეგ მონაცემები ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაზუსტდა) და შესაძლოა, რომელიმე ორგანიზაცია გამოგვრჩა. მოგვიტევეთ და მოგვწერეთ თქვენს შესახებ, ერთად შევქმნათ საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების რუკა.
ვერ ნახეთ თქვენი ორგანიზაცია ბაზაში? ან მონაცემი არასრულია?
გელოდებით, მოგვწერეთ info@csogeorgia.org
ქსელები და პლატფორმები – მომხმარებლის ხელშეწყობის მიზნით, ცალკე შევქმენით საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ქსელებისა და არსებული პლატფორმების ბაზა. ინფორმაცია ინტერნეტში სხვადასხვა ვებგვერდზე გაბნეული მასალებიდან მოვიპოვეთ.
ბაზაში რეგისტრირებულია: 26 ქსელი და პლატფორმა
ვერ ნახეთ თქვენი ქსელის ან პლატფორმის შესახებ ინფორმაცია ბაზაში? ან მონაცემი არასრულია?
გელოდებით, მოგვწერეთ
საერთაშორისო წარმომადგენლობებისა და პროგრამების ბაზა – იგი მოიცავს დეტალურ საკონტაქტო ინფორმაციას თითქმის ყველა იმ საერთაშორისო წარმომადგენლობისა და მათი პროგრამების შესახებ, რომელთა მუშაობის არეალი საქართველოს ფარავს და პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ერთად თავმოყრილი ინფორმაცია საერთაშორისო წარმომადგენლობებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს ხელს შეუწყობს საქმიანობის დაგეგმვაში.
ბაზაში რეგისტრირებულია: 75 საერთაშორისო წარმომადგენლობა
ბაზაში რეგისტრირებულია: 124 პროგრამა
ვერ ნახეთ თქვენი წარმომადგენლობა ან პროგრამა? ან მონაცემი არასრულია?
გელოდებით, მოგვწერეთ
საგრანტო კონკურსები – ბაზაში აისახება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსები. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ჩვენ მზად ვართ განვათავსოთ იგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიან პორტალზე. მოგვწერეთ განათავსეთ განაცხადი და გაეცანით ორგანიზაციების საქმიანობას.
კონსულტაცია / კანონმდებლობა – თუ გჭირდებათ კონსულტაციები არასამეწარმეო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ მზად ვართ – გამოგვიგზავნეთ შეკითხვები და უმოკლეს დროში მიიღებთ პასუხს კვალიფიციური იურისტებისგან. ან გადახედეთ „ხშირად დასმული შეკითხვების" დირექტორიას – იქ თქვენთვის ბევრ საინტერესო და საჭირო პასუხებს ნახავთ. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას. თუ მაინც გადაწყვეტთ კითხვის გამოგზავნას, ჩვენ მზად ვართ, მოგვწერეთ.
ბიბლიოთეკა – ვირტუალურ სამყაროში იგეგმება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონული ვერსიების განთავსება. რაც ყოველი თქვენგანის დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. გავუზიაროთ ერთმანეთს, გამოცემული წიგნები, სხვადასხვა პუბლიკაციები თუ კვლევები. ერთად მივცეთ საზოგადოებას საშუალება, ვირტუალური ბიბლიოთეკაში გაეცნოს და მიიღოს ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებსაც ბიბლიოთეკებში ან წიგნის მაღაზიებში ვერ ნახავენ.