„ისე მოხდა, რომ სანამ შევხვდებოდი, მე ამ არაჩვეულებრივი დედა-შვილის ისტორია ინტერნეტში გამოქვეყნებული ინტერვიუდან ვიცოდი. წაკითხული მქონდა, რომ ანას სხვა ბიოლოგიური დედა ჰყავდა, ნამდვილმა დედამ კი ჩვილ ბავშვთა სახლში შემთხვევით ნახა, შეიყვარა, უპატრონა, რამდენიმე მძიმე ოპერაცია მასთან ერთად გადაიტანა, მერე კი მრავალი ბიუროკრატიული სირთულის მიუხედავად, იშვილა.