იმერეთი. 9 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თანატოლთა განათლებისა და სოციალური მედიის ტრენინგები ჩაატარეს.
იმერეთი. 8 ოქტომბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა სამოქალაქო კლუბის ახალ წევრებთან.
იმერეთი. 8 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის და ახალგაზრდული ცენტრის პრეზენტაცია გამართეს.
შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკი" დღეიდან საშემოდგომო კვირეული იწყებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საინფორმაციო, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები.
გურია. 7 ოქტომბერს გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა მცირე ბიზნესის მართვის სასწავლო პროგრამის მეორე რაუნდი დაიწყო გურიის რეგიონში მცხოვრებ პირობითმსჯავრდებულთათვის.
თბილისი. 9-11 ოქტომბერს, ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ინიციატივით გაიმართება ახალგაზრდული კონფერენცია მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ: „აქტიური ახალგაზრდა დღეს - აქტიური მოქალაქე დღეს, ხვალ.
თბილისი. 4 ოქტომბერს, სოციალური მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კონკურსის – „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2013" – ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე „სოციალური მეწარმეობის კონცეფცია და მსოფლიო გამოცდილება".
აჭარა. 5 ოქტომბერს, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა გაეროს მოდელირების ტრენინგი, უშუალოდ მოდელირებული სხდომა ნოემბრის თვეში სირიის კრიზისის თემაზე ჩატარდება.
ქვემო ქართლი. სიქას ინიციატივით წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის – „გახდი ქველმოქმედის" – ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრები დამატებით 2 ოჯახს ესტუმრნენ.
იმერეთი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 4 ოქტომბერს ქუთაისის მე-7 და ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ინიციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე: „მასწავლებლებისა და მოსწავლეთა ურთიერთობები".
კახეთი. 5 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „სტუდენტური კლუბმა სოციალური კეთილღეობისთვის" სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა აივ–ინფექციის შესახებ.
სამცხე–ჯავახეთი. ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, საგრანტო ღონისძიებების ფარგლებში, ახალქალაქის 1–ლი და მე–4 საჯარო სკოლების, ასევე სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ტრენინგები ჩაატარეს.
სამცხე–ჯავახეთი. ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბურნაშეთის, საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ადამიანის უფლებების შესახებ, ტრენინგი ჩაუტარეს.