თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოებამ სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რათა აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.