სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას უზიარებს ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორის, ანატოლი რეშეტნიკოვის სტატიას – „კანონი უცხოური აგენტების შესახებ და უფლებადაცვითი საქმიანობა რუსეთში“.
"ბოლო ათი წლის განმავლობაში, ერთ დროს აქტიური და მრავალფეროვანი რუსული სამოქალაქო საზოგადოება, მნიშვნელოვნად შემცირდა. უამრავი აქტივისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ან გაჩუმებულიყო. სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო წმენდის მიზნებისთვის გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რასაკვირველია იყო 2012 წელს რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უცხოური ინტერესის აგენტების შესახებ, რომლის თავდაპირველ სამიზნესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსებით ახორციელებდნენ საქმიანობას. თუმცა, კანონის მოქმედების არეალი თანდათან გაფართოვდა და შეეხო მედია პლატფორმებს, არარეგისტრირებულ გაერთიანებებს და კერძო პირებსაც კი. მას აქტიურად იყენებდა პუტინის რეჟიმი შერჩევითი სადამსჯელო ღონისძიებებისა და დისკრიმინაციის ინსტრუმენტად. პირველი დარტყმა ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებსაც მალე მიჰყვნენ სხვადასხვა კერძო პირები და გაერთიანებები. 2022 წლიდან კანონი ეხება ყველას, რომელსაც რეჟიმი “უცხოური გავლენის” აგენტად მიიჩნევს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. მიუხედავად მოვლენათა ასეთი მძიმე განვითარებისა, იმედი მაინც არსებობს. დღეს, რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვა მეტისმეტად გართულებული და ხშირად უშედეგოა, და მაინც უფლებადამცველი ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი მაინც არ ნებდება და აგრძელებს მნიშვნელოვან საქმეს, ხშირად ფარულადაც და მათი მუშაობის სტილი სულ უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა დისიდენტების მუშაობას."
სრულად...
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი