სამცხე-ჯავახეთი. ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების პრობლემების გასაცნობად და ასევე, მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, „პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციამ" ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.
ასოციაციამ შეკრებილებს ასევე გააცნო ქვეყანაში დაგეგმილი ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელების მიზანიც, ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს, „პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცა", ევროკავშირის დაფინანსებით, სხვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშიც გამართავს. ახალციხე ამ ჩამონათვალში პირველი აღმოჩნდა.
აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე იღებენ ინფომაციას იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვთ დღეს ეთნიკურ უმცირესობებს.