კახეთი. ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცა მაღალი განმავლობის მანქანა, რომელიც მოემსახურება თუშეთის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას და გაუწევს სასწრაფო დახმარებას გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს.