თბილისი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ატარებს გამოკითხვას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა სტიგმატიზაციის შესახებ.
იმერეთი. სამეცნიერო ინტელექტუალურმა კლუბმა, „თაობათა დიალოგმა", 24 სექტემბერს პროექტების „Last Call”–ისა და „ANTI BET”-ის პრეზენტაცია, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.
თბილისი. 22 სექტემბერს, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნა.
თბილისი. 20 სექტემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით ჭავჭავაძის გამზირზე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა აქცია „გამიცვალე სიგარეტი".
კახეთი. 20 სექტემბერს სოფელ ნუკრიანში „დაასუფთავე საქართველოს" აქციის ფარგლებში სოფლის ცენტრის, ცენტრალური სკვერის, სპორტული მოედნის და სოფლის ამბულატორიაში მისასვლელი გზის დასუფთავება მოეწყო.
ორგანიზაცია სიდამ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სოფლებში, პროექტის –„შემოსავლების ზრდის ხელშეწობა მოწყლვადი ოჯახებისა და ინდივიდებისათვის"– ფარგლებში, 15 შერჩეულ ბენეფიციარს მეფრინველეობის პაკეტები გადასცა.
პრეოექტის ფარგლებში მოხდება დაფინანსებული ბენეფიციარების პერმანენტული მონიტორინგი, რათა შეფასდეს მათი ბიზნეს საქმიანობის წარმატება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები.
შიდა ქართლი. საზოგადოება ბილიკი ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – "ქართველი, ოსი და დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაცია და მხარდაჭერა სამოქალაქო გააქტიურებისთვის”.
თბილისი. საქართველოს სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების დღესთან დაკავშირებით „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პაციენტები მოინახულეს.
კახეთი. თელავში „ჩვენი სახლი-საქართველო" და „ჩვენი სახლი-პოლონეთის" ორგანიზებით საქართველოში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ლიდერების და აღმზრდელების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
აჭარა. ასოციაცია ღირსეული სიბერის პროექტ „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" – ქობულეთელ ხანდაზმულებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შეხვდა.
ქვემო ქართლი. 5 სექტემბერს, სიქას ადგილობრივმა და უცხოელმა მოხალისეებმა რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებთან ერთად ქველმოქმედების საერთაშორისო დღეა ქციით – „გახდი ქველმოქმედი" – აღნიშნეს.
სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის ახალქალაქის ოფისის იურისტებმა, მორიგი გასვლითი იურიდიული კონსულტაციები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლომატურცხისა და ღადოლარის მოსახლეობასთან გამართეს.
გურია. „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი" (სდგკ) პროექტის - „გაერთიანება წყლის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად" - ფარგლებში განაგრძობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ოფიციალურად დაფუძნების პროცესს.
თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა კოალიცია საქართველოს უსინათლოთა კავშირის ლიდერობით ახორციელებს პროექტს – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში".