en
ge

„საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააკნინოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი“

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" განცხადება გაავრცელეს. „გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე დისკუსიასა და გაურკვევლობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის თაობაზე. ... აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ფერხდება მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებელი მუშაობის გამო. სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ თანამდებობის პირს შორის ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია, და თუნდაც კამათი, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს შორის დაპირისპირება აშკარად სცილდება ასეთი ჯანსაღი პროცესის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას და მოქალაქეთა ნდობას მათ მიმართ. ამასთან, სამწუხაროა, რომ დაპირისპირების მიზეზი და მსჯელობის საგანი ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხები უფროა, ვიდრე ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური პრობლემები", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge/

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023