en
ge

ბლოგპოსტი - „საკრებულოს წევრების საქმიანობის ანაზღაურების წესი”

თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ბლოგპოსტი - „საკრებულოს წევრების საქმიანობის ანაზღაურების წესი - არაერთგვაროვანი პრაქტიკა მუნიციპალიტეტებში" - გამოაქვეყნა. „2014 წელს ივლისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ 71 მუნიციპალიტეტში საკრებულოს 2083 დეპუტატი აირჩია. თვითმმართველობის არჩევნებზე ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე დამოუკიდებელი კანდიდატების მხრიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2014 წლის არჩევნებში მონაწილეობდა 20,7001 კანდიდატი. პოლიტიკური ინტერესის გარდა, რა თქმა უნდა, დასაქმება არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არჩევნებში მონაწილეობისთვის, მითუმეტეს, რეგიონებში, სადაც დასაქმების პრობლემა უფრო მეტი სიმწვავით დგას და მოსახლეობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები წარმოადგენს დასაქმების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას”, ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)