en
ge

მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნაზე შეხვედრები იწყება

თბილისი. „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და სათემო განვითარების ცენტრი (CDC) ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ შეხვედრებს იწყებენ. დღეს, 31 ოქტომბერს პირველი შეხვედრა გაიმართება მესტიაში. სვანეთის შემდეგ შეხვედრები ჩატარდება მარნეულში, თელავსა და თბილისში.
აღნიშნულ პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო" პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200–ზე მეტ საკონსულტაციო შეხვედრასა და მრგვალ მაგიდას გამართავენ.
წყარო: ვებგვერდი „თვითმმართველობის დროა"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023