en
ge

მაუწყებლები და არასამთავრობოები პრეზიდენტს მიმართავენ

თბილისი. მაუწყებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. ტელეკომპანია რუსთავი2, ტელეკომპანია მაესტრო, პალიტრა მედია, ტელეკომპანია ტაბულა; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია პრეზიდენტს მოუწოდებენ, სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადოს. „ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანომდებლო პაკეტს, რომელიც  სოციალური რეკლამის საკითხს არეგულირებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მედიის სექტორის შესახებ მარეგულირებელი ნორმების მიღებისას გაითვალისწინონ, რომ მათ მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდონონ საქართველოში მედიაგარემოზე. ყოველივე ამის გამო, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მედიის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას შევხვდეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მედიის სამომავლო მარეგულირებელი ნორმების განხილვის მიზნით", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო:   transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)