en
ge

შეხვედრა თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან მესტიაში

სამეგრელო-ზემო სვანეთი. კამპანია „თვითმმართველობის დროა” - ფარგლებში, „ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრმა" (CTC) და „სათემო განვითარების ცენტრმა"(CDC) მესტიაში ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდა გამართეს. მესტიაში შეხვედრას 14 ორგანიზაცია ესწრებოდა.
შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები, თუ რა უნდა შედიოდეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, რა შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებები, როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალი, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა და სხვა.
წყარო: კამპანიის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)