en
ge

გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ახმეტაში შეხვედრა გამართა

კახეთი. გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „არბაითერ სამარიტერ ბუნდი" (Arbeiter Samariter Bund) ახმეტაში,  კერძო და საჯარო სექტორებს შორის სოციალური პარტნიორობის საკითხებზე, 6 ნოემბერს, შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე განიხილეს გერმანული მხარისა და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორსა და კერძო აქტორებს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვას მუნიციპალური რეფორმების პროცესში. პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის განმახორციელებლები და ასევე პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს წარმომადგენლები. პროექტის მენეჯერის ზვიად მოდებაძის თქმით, პროექტი გათვლილია პანკისის ხეობაში მცხოვრები შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისის მიწოდებაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა სამი საკითხი: დღის ცენტრის, შინ მოვლის სერვისის და ბაგა–ბაღის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)