კახეთი. 12 ნოემბერს, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ,,ადამიანი გაჭირვებაში’’, თელავში, ქალთა და ახალგაზრდობის სოციალური ანგარიშვალდებულების გაზრდის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროექტი კახეთში ორ მუნიციპალიტეტში, თელავსა და გურჯაანში ხორციელდება.
,,პროექტი მიზნად ისახავს საფუძველი ჩაუყაროს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და ინკლუზიური განვითარების მექანიზმების გაძლიერებას, ხელი შეუწყოს თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს და ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას მოსახლეობასთან ეფექტური დიალოგის დამყარების უზრუნველსაყოფად", აცხადებს პროექტის მენეჯერი.
პროექტს - ,,ახალგაზრდობის ჩართულობა და სოციალური ანგარიშვალდებულება’’ მსოფლიო ბანკი ახორციელებს.