en
ge

შეხვედრა ევრაზიის ფონდის წარმომადგენლებთან

სამცხე-ჯავახეთი. 14 ნოემბერს, ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" ოფისში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.პროგრამის მენეჯერებმა ზაალ ანჯაფარიძემ და ვახტანგ კობალაძემ ადგილობრივ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს,  ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნეს ფონდის პროგრამები და პროექტები, ისაუბრეს ფონდის პრიორიტეტებზე, საგრანტო პოლიტიკაზე, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფორმებზე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ადგილობრივ სამოქალაქო სექტორსა და მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. დასასრულს, ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023