en
ge

EMC შსს-ს გენერალური ინსპექციის დებულებისთვის გრიფის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებისთვის გრიფის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს. „EMC მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ინფორმაციის დასაიდუმლოებას არ გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი, იგი არის თვითნებური და არ შეესაბამება კონსტიტუციის 41-ე მუხლის ფორმალურ გარანტიებს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დებულების რაიმე ნაწილი მართლაც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ეს არ ამართლებს დებულების მთელი ტექსტის დასაიდუმლოებას. ასეთ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო დებულების მხოლოდ შესაბამისი ნაწილის და არა მთლიანად დებულების დასაიდუმლოება.აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, EMC-ის მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალური ინსპექციის დებულებას საიდუმლო გრიფი უნდა მოხსნას", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023