en
ge

ბიუჯეტის პროექტის განხილვა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით

სამცხე–ჯავახეთი. 20 ნოემბერს, ქალაქ ახალციხის საკრებულომ 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტური თვითმმართველობებიც მონაწილეობდნენ.„დემოკრატ ქალთა საზოგადოების" ხელმძღვანელის მარინა მოდებაძის განმარტებით, ბიჯეტის პროექტში გენდერული საკითხები გათვალისწინებული არაა. „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელს კი შენიშვნა „ახალციხის ციხის" დაფინანსებასთან დაკავშირებით ჰქონდა. შენიშვნები ჰქონდათ სტუდენტებსაც. მათ ახალგაზრდებისთვის გასართობი საშუალებების არარსებობაზე, მოსაწესრიგებელ გზებზე,  ნაგვის ურნებზე და უპატრონო ძაღლების სიმრავლეზე ისაუბრეს. ქალაქის მერიასა და საკრებულოში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები გაგრძელდება და მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შენიშვნებს შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)