en
ge

საია შეხვედრებს მოსახლეობასთან გამართავს

ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ახალი შესაძლებლობების შესახებ საია მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები დაეთმობა საკითხებს: რა შესაძლებლობებს ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა პირდაპირი მონაწილეობისთვის, ოჯახში ძალადობის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების მიმართულებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის, ‪ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად სამუშაოდ გამგზავრების თვალსაზრისით.
შეხვედრები ჩატარდება:
23 ნოემბერი, სოფელი ორულუ. სკოლის შენობა. დასაწყისი: 12:00 საათი;
24 ნოემბერი, ქალაქი ზუგდიდი. სახალხო დამცველის ოფისი დასაწყისი: 10:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისიქალაქი ზუგდიდი, ლაღიძის 3 (თაბუკაშვილის 21)
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)