en
ge

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

აჭარა. 21 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო მრჩეველა საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს ორგანიზებით,  2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომდევნო წლის ქალაქის ხაზინაში 96 მილიონ 667 ათასი ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს ინფრასტრუქტურული პროექტები 46 მილიონი ლარით, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 8 მილიონნახევარი ლარით, განათლება 10 მილიონი ლარით და კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა-სპორტი ასევე 10 მილინო ლარით წარმოადგენს. განხილვას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნითა და გასული წლის მაგალითის გათვალსიწინებით, საბავშვო ბაღების მშენებლობით დაინტერესდნენ, თუმცა მერიის წარმომადგფენლები აღნიშნავენ, რომ ქალაქისათვის საკმარისი ბაღების მშენებლობას 200 მილიონი ლარი სჭირდება, რისი უზრუნველყოფაც მხოლოდ ერთ წელში შეუძლებელია.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)