კახეთი. ლაგოდეხში, ,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა" შეხვედრა გამართა. ფონდის წარმომადგენლები მედიას, სათემო ორგანიზაციებსა და დაინტერსებულ პირებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ფონდის 2015 წლის პროგრამებსა და პროექტებს, მათ პრიორიტეტებს, საგრანტო პოლიტიკას, სამოქალაქო სექტორსა და მედიაში არსებული პრობლემებს.,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" პროგრამების მენეჯერის, ზაალ ანჯაფარიძეს თქმით, სამოქალაქო აქტივობა და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართვა გადაწვეტილებების მიოღების კუთხით კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.