en
ge

შეხვედრა სოციალური სამსახურების წარმომადგენლებთან

სამეგრელო - ზემო სვანეთი. სახალხო დამცველის სამეგრელოს რეგიონული სამმართველოსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინიციატივით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალური სოციალური პროგრამების გაუმჯობესების გეგმის შემუშავებას იმდაგვარად, რომ ეს პროგრამები ორიენტირებულნი იყვნენ ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო შესაძლებლობების მიხედვით სოციალური პროგრამების პრიორიტეტიზაციას; ბენეფიციარების შერჩევის ეფექტური კრიტრიუმების შემუშავებას.შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური სოციალური პროგრამების გაუმჯობესების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც შესაძლოა თვითმმართველობებმა ასახონ მომავალ სამოქმედო გეგმებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)