en
ge

ლექცია ბავშვზე ძალადობის საკითხებზე

თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ოფისში პროფესორმა მარგარეტ ლინჩმა ლექცია გამართა ბავშვზე ძალადობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და განათლების სპეციალისტები. პროფესორმა ლინჩმა ისაუბრა მოზარდებზე ძალადობის სხვადსხვა ფორმებსა და მათ უგულვებელყოფასა თუ ექსპლოატაციაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბავშვზე ძალადობის თავიდან არიდების საქმეში მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს ენიჭება, თუმცა აუცილებელია ამ საკითხის მიმართ განხორციელდეს კომპლექსური მიდგომა და მასში ჩაერთნონ არამარტო სკოლის, არამედ სამედიცინო დაწესებულებების, სოციალური მომსახურების სააგენტოების, პოლიციის დეპარტამენტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.  პროფესორმა ლექციის მონაწილეებს მსგავსი მულტიდისციპლინარული საქმიანობის წარმატებული მაგალითებიც გაუზიარა.
ლექცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" და ქსელური პროგრამის „აღმოსავლეთი - აღმოსავლეთის საზღვრებს გარეშე" ხელშეწყობით ჩატარდა
სრულად
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)