en
ge

დისკუსია თემაზე: „მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები“

სამცხე–ჯავახეთი.  31 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა შედგა ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბ „სამშობლოს" წევრების ინიციატივით.
შეხვედრას სამოქალაქო განათლების პედაგოგი საგუმე ამბარცუმაინი უძღვებოდა, მთავარი თემა  „მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები" იყო. აღნიშნულ საკითხებზე მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოაწყეს და შესაბამისი თემატიკის ნახატები შექმნეს. 
შეხვედრა  საინტერესოდ წარიმართა. მოწვეული სამართალდამცავები  აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიაში, პასუხობდნენ მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობას, ასევე, ამ შეხვედრამ საშუალება მისცა მოსწავლეებს პასუხები მიეღოთ კომპეტენტური პირებისგან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)