en
ge

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ სპიკერი აირჩია

აჭარა. 28 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა უკვე დაკომპლექტდა. მასში არასამთავრობო, მედია და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა გარდა, ტერიტორიული ორგანოების საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები არაინ წარმოდგენილი. საკრებულოსთან არსებული სათათბირო ორგანო 19 წევრითაა განსაზღვრული. აღნიშნულ შეხვედრაზე ხმათა უმრავლესობით, სამოაქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ნათია აფხაზავა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერად აირჩიეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023