en
ge

ადამიანის უფლებების თემატიკაზე კინო ჩვენებები ეწყობა

სამეგრელო. ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის" 3 ნოემბრიდან, ზუგდიდის კინოთეატრ „ატრიუმში" დოკუმენტური ფილმების ჩვენებას იწყებს. ოთხი დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები ადამიანის უფლებებზე. კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც მოწვეული ექსპერტები და კინოფესტივალის ორგანიზატორები წარმართავენ. კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. კინოსეანსებზე, რომელიც ექვს ნოემბერს დასრულდება დასწრება თავისუფალია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)