en
ge

დისკუსია ზუგდიდში

სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ზუგდიდში გამართა დისკუსია თემაზე – „როგორი უნდა იყოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში". დისკუსია გაიმართა ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით აწყობს.
„საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის უზრუნველსაყოფად. დისკუსიის მიზანი კი კანონპროექტის ავტორებისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შეთავაზებაა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023