en
ge

ტრენინგი შშმ პირებისთვის რუსთავში

ქვემო ქართლი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის მთავარი მიზანი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების ადვოკატირებაში თავად შშმ პირთა შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
ტრენინგზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არსს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ფორმებს, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების დროს და თვითმმართველობის როლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)