en
ge

მშვიდობიანი საპროტესო აქცია ბათუმში – „დაიცავი რვაფეხა“

აჭარა. 6 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში, აქტიური მოქალაქეების ორგანიზებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით: „დაიცავი რვაფეხა". ყოფილ კაფე „ფანტაზიასთან" 400-მდე ბათუმელი შეიკრიბა, რომლებიც ნაგებობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. საკუთარი პოზიცია მათ სიმბოლურად, თითის ანაბეჭდებით დააფიქსირეს. „რვაფეხას" შესანარჩუნებლად რიგით ბათუმელებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პოლიტიკური პარტიების, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრებიც იყვნენ. შეკრებილმა საზოგადოებამ ნაგებობის შენარჩუნების მიზნით სპეციალური პეტიცია შეიმუშავა. შპს „ტურინვესტმა" და „ჰილტონმა", ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ კაფე „ფანტაზიის" დანგრევა არასდროს ყოფილა მათი განზრახვა და „რვაფეხას" არაფერი ემუქრება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)