en
ge

რუსი ექსპერტები თბილისში

თბილისი. „კავკასიური სახლის" პროექტის - „რუსულ ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" - ფარგლებში საქართველოს სტუმრობდა რუსული არასამთავრობო, სამთავრობო, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ექსპერტების ჯგუფი. ვიზიტის პირველი სამი დღე დაეთმო შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წამომადგენლებთან , საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. ასევე მოეწყო ორდღიანი ფორუმი, სადაც პროექტის მონაწილეებმა გააკეთეს მოხსენებები ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე და ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023