en
ge

„რატომ არ შეიძლება რომ „მხოლოდ“ გადაწყვეტილება გახდეს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საფუძველი?“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გიორგი დავითურის ბლოგპოსტი - „რატომ არ შეიძლება რომ „მხოლოდ" გადაწყვეტილება გახდეს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საფუძველი?" - გამოაქვეყნა. „თითქმის ერთი წელია გასული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან. კომისიის სამუშაო ჯგუფები განიხილავენ არაერთ პრობლემურ საკითხს, რომელთა ჯეროვან გადაწყვეტასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლების კონსტიტუციური დანაწილებისთვის. მათ რიცხვს, უდავოდ, მიეკუთვნება მოსამართლეთა დისციპლინური/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციური სტანდარტის განსაზღვრის საკითხი, რომელსაც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი განიხილავს. უკანასკნელ სხდომებზე სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”, ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)