en
ge

ტყეების მდგრადი მართვა

კახეთი. 15 დეკემბერს, თელავში კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ინიციატივით, პროექტის ,,ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების შეშით მომარაგებისა და შეშის გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის კახეთის რეგიონული კოორდინატორის, კახა სუხიტაშვილის თქმით, პროექტის, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული შეხვედრა გაიმართა, მიზანია ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობა საქართველოში:
,,დამსწრეებს გავაცანით ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ძალიან პრობლემურია მათ შორის კახეთში. ეს არის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შეშის გამოყენება სათბობად. მითუმეტეს იმ დასახლებულ პუნქტებში, სოფლებსა და ქალაქებში, რომელიც უკვე გაზიფიცირებულია. ჩვენ გვინდა , რომ მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება, მათ შორის, საჯარო სტრუქტურების, რომ მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად შეშის რესურსების გამოყენების შემცირება და ალტერნატიული გათბობის საშუალების მოძიება”.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)