en
ge

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ორგანიზაციის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. ... გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ. იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა გიორგი კლდიაშვილს არ ჰქონდა აღებული ნებართვა ... გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი ...რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. „მოდულის" შენობაში. ...სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებისას მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც გახდა კიდევაც გიორგი კლდიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების საფუძველი. გამოძიება გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გრძელდება და შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 17 იანვარს. გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო განაჩენამდე გიორგი კლდიაშვილმა საკუთარი ნებით შეწყვიტა ორგანიზაციის დირექტორის უფლებამოსილება. ...მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თავად გიორგი კლდიაშვილის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს, საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი 2 დღის ვადით დაკავება წარმოადგენს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრისა და ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)