en
ge

ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა

აჭარა. 16 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეებისთვის ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა გაიმართა. ბათუმის მერიის ფინანსური განყოფილების წარმომადგენელმა, აღნიშნულ აუდიტორიას დაწვრილებით განუმარტა ბიუჯეტში არსებული ხარჯების მიზნობრიობა. ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდეგ მოქალაქეებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს. საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარეებმა, თანამდებობრივი ვალდებულების ფარგლებში, ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ დარბაზის წევრებს. დოკუმენტის გაცნობის შემდეგ კი, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით უნდა წარმოადგინონ პრობლემები და იმ შემთხვევაში თუ არსებული პრობლემის გადაჭრა არ არის ასახული ქალაქის ბიუჯეტში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სახელით, რეკომენდაციის სახით მიმართონ ბათუმის საკრებულოს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023