en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო: „9 საფრთხე...“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს: „9 საფრხე, რასაც ფარული მოსმენების ახალი კანონმდებლობა თქვენი პირადი ცხოვრების უფლებას უქმნის".
„2014 წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის სახელით ცნობილი ცვლილებები, რომლებიც, სამოქალაქო საზოგადოების აზრით, მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს და ქმნის თითოეული მოქალაქის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ჩარევის გაუმართლებელ რისკებს. სწორედ ამ მოტივით, საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტმა თავდაპირველად ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა მეორე დღესვე გადალახა. ...გთავაზობთ ახალი რეალობის აღწერილობას და იმ კონკრეტულ საფრთხეებს, რასაც ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ადგენს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)