შიდა ქართლი. ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის’’ ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის წარმომადგენლებმა გორისა და ხაშურის სოფლების შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიც მოინახულეს. სასმელი და სარწყავი წყლის, ბუნებრივი აირის და მოუწესრიგებელი გზების პრობლემები საერთოა კოდისწყაროსა და სარიბარის მოსახლეობისთვის. ამ სოფლებში ახალგაზრდების მიგრაციაც თვალშისაცემია, მოსახლეობის დიდ ნაწილს პენსიონერები შეადგენენ. სკოლაში, რომელიც სამი სოფლისთვის საერთოა, მხოლოდ 30-მდე ბავშვი სწავლობს. ადგილობრივების ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, რაც მათივე განმარტებით მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით.
მოსახლეობისთვის უცნობია ვინ არის გამგებლის წარმომადგენელი მათ სოფლებში. ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა.
,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და ,,ქართული მედია-ჯგუფის" წარმომადგენლები საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში პრობლემების შესწავლას აგრძელებენ.
წყარო: ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი"