en
ge

კოალიციის განცხადება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის შესახებ

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმაურება უზანაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხს. „... უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდენტი. კანდიდატი კი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ...თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება იგივე კანდიდატი განმეორებით წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში მან პარლამენტს უნდა წარუდგინოს ახალი კანდიდატურა. მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი კონკრეტულად, რა ვადაში უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა, ხოლო ამ უკანასკნელმა - უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატთან დაკავშირებით. ... საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებითია, რომ კანდიდატურის შერჩევის, წარდგენის და დამტკიცების პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური იყოს. ეს კი როგორც პრეზიდენტმა ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს", ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები და უზრუნველყოფილ იქნას პარლამენტში კანდიდატის განხილვის ღიაობა.
„კანდიდატის შერჩევის პროცესი დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან. ... მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენისა და დამტკიცების პროცესი. ყოველივე აღნიშნულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების სიტემაში დაწყებული რეფორმების ეფექტიანად გაგრძელებისა და აღსრულების თვალსაზრისით. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს პროცესის გაუმჯობესებას და მის გამჭვირვალედ წარმართვას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023