en
ge

თანამშრომლობის მემორანდუმი

აჭარა. 13 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციებს „კეთილსოფელს'', „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა" და ფონდ „ბათუმს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მხარეები იღებენ ვალდებულებას „სიკეთის სახლის'' ბენეფიციართა შერჩევის პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ფონდი „ბათუმი'' კი მშენებლობის პროცესში ფინანსურ დახმარებას გააგრძელებს. ფონდი „კეთილსოფელი'' პროექტის განხორციელების პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობასაც გეგმავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)