en
ge

კავკასიის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული ფორუმი თელავში

კახეთი. თელავში, პროექტის ,,ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული პლატფორმის ჩამოყალიბების" ფარგლებში 3 დღიანი კავკასიის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
შეხვედრა აზერბაიჯანული საზოგადოებრივი გაერთიანების „მეხსიერების" ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის რეგიონში არსებული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას, ინსტიტუციონალური განვითარების დაჩქარებას და მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება შეკი-ზაქათალის რეგიონსა და საქართველოს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში, იანვარში ჩატარდება შეხვედრები ორივე რეგიონის არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების წარმომადგენლების მონაწილოებით, სადაც განიხილეს ორივე რეგიონის ახალგაზრდული ორგანიზაციების თანამშრომლობის პერსპექტივები, კულტურული, ეკონომიკური და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარების გეგმები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საიტის შექმნაც.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023