en
ge

ინოვაციებისა და განვითარების ფონდის შეხვედრა თელავში

კახეთი. ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა პროექტის ,,სახელმწიფო - 3.0: რეფორმების ახალი ტალღა" ფარგლებში, დღეს, თელავში შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, რომ ახალგაზრდების ჩართულობით შექმნას თანამშრომლობითი მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და ხელს შეუწყობს კრეატიული ჯგუფების ფორმირებას. ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების კოორდინატორის, პაატა მანჯგალაძეს თქმით, საზოგადოების გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა ახალი და მძლავრი რეფორმები, რომლებიც ახალი ტენდენციების გათვალისწინებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით ახალ შესაძლებლობებს მისცემს, როგორც საზოგადოების თითოეულ წევრს, ასევე, მთელს საზოგადოებას:
,,რეფორმების ახალი ტალღა წარმატებული და მდგრადი იქნება, თუ ის დაიგეგმება და განხორციელდება ქვევიდან-ზევით, ჰორიზონტალური და თანამშრომლობითი მექანიზმების გამოყენების გზით, საზოგადოების მაქსიმალური თანამონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში ათასობით მონაწილე იმუშავებს ხუთი კონკრეტული მიმართულებით 12 თვითმმართველ ქალაქში. ყველა მსურველს ექნება საშუალება ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქალაქისა და მთელი რეგიონის ჯანდაცვის, განათლების, სამართლდამცავი სისტემის, ეკონომიკის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, რომელთა განხორციელება სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული”.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023