en
ge

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ეროვნული პლატფორმა იზიარებს ფრანგი ხალხის, მთელი ცივილიზებული სამყაროს და ამასთან, საფრანგეთის ებრაული თემის მწუხარებას, გამოხატავს გულწრფელ თანადგომასა და სოლიდარობას. ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ვგმობთ ტერორიზმს, მას არ აქვს გამართლება და იგი სრულად ეწინააღმდეგება საერთო საკაცობრიო ფასეულობებს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ადამიანის ღირსების პატივისცემას და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებს, გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და დემოკრატიის დასაცავად. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ბრძოლაში განუხრელად უნდა იქნეს დაცული ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობის პრინციპი", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023