en
ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შსს–ს მიმართავს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 20 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცენტრი „ქუჩის მხატვრების მანიფესტის საქმეზე, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციის შესახებ კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევებზე რეაგირებას მოითხოვს", აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე. საქმე ეხება 8 იანვარს, საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და გვანცა ჯიშკარიანის „დაბარებისა და მათთან გასაუბრების კანონიერების საკითხს".
4 იანვარს, ქუჩის მხატვრების მიერ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასა და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შავი სტენსილით დაწერილ 25 000 000, „რითაც მართლმადიდებელი ეკლესიის არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების პოლიტიკა გააპროტესტეს".
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023