en
ge

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის - განცხადებას

თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" განცხადებას ავრცელებს. კოალიცია „არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის შემცირების ინიციატივას". „იმ ფონზე, როდესაც არც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაძლიერებულა და არც საზოგადოების მაღალი ინტერესი განელებულა გახმაურებული საქმეების და მათ საფუძველზე გამოსატანი სასამართლო განაჩენების მიმართ, გაურკვეველია პარლამენტის ის წევრები, რომელთაც 2013 წელს ხმა მისცეს აღნიშნულ ცვლილებას, დღეს რატომ ახდენენ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც კრძალავს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობას და შესაბამისად საზოგადოების მეტ ჩართულობას თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ჰქონდეთ პრობლემებისა და ცვლილებების სისტემური ხედვა და მათ მიერ მომზადებული ინიციატივები არ იყოს მორგებული კონკრეტულ სიტუაციასა და გარემოებებს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ქონოდა ადგილი", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023