en
ge

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა თელავში

კახეთი. ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, თელავის მედია კაფეში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე ყურადღება საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და რატიფიცირებაზეც ისაუბრა:
,,საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საზღვრის მართვა, ადამიანით ვაჭრობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება, დოკუმენტების უსაფრთხოება და მიგრაციის მართვა და სხვა", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023