en
ge

მცირე გრანტის კონკურსის ღია კარის დღეები

გურია. 25-26 იანვარს ჩოხატაურსა და ოზურგეთში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის" ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტის კონკურსის ღია კარის დღეები მოეწყო. შეხვედრების მიზანი იყო მცირე გრანტების კონკურსის შესახებ დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება. აუდიტორია გაეცნო კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საკონკურსო თემებს, სააპლიკაციო ფორმისა და თანმდევი დოკუმენტების მომზადების წესს.
შეხვედრას დაესწრნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სკოლებიდან. სულ 23 ადამიანი. შეხვედრები ჩატარდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით.
სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობას" ახორციელებს PH International, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მისი პარტნიორია გურიაში, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.
საგრანტო განაცხადი...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023