en
ge

ბონი–გოროდოკის საზოგადოებრივი დარბაზის პირველი შეხვედრა

აჭარა. 28 იანვარს, ბათუმში, ბონი–გოროდოკის ტერიტორიული ერთეულის ადამისტრაციაში, საზოგადოებრივი დარბაზის 2015 წლის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი დარბაზის თავმჯდომარის გაცნობა და მისი მოადგილეების არჩევა იყო. ასევე დარბაზის წევრები შეთანხმდნენ ყოველთვიური შეხვედრის თარიღზე. მერის რწმუნებულთან და ბონი–გოროდოკის მაჟორიტართან ერთად პრობლემებსა და მისი მოგვარებისთვის საჭირო რესურსების მოძიების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული დარბაზი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ქალაქის მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.
საზოგადოებრივი დარბაზების ფუნქციონირებას უკვე მესამე წელია, კოორდინირებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)