en
ge

„ყოფილი პრემიერის განცხადება არ შეესაბამება დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას“

თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდზე განთავსდა განცხადება: „ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადება არ შეესაბამება დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას".
მასში ნათქვამია, რომ „ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის მიმართ. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების რიტორიკა საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ უფრო და უფრო შეურაცხმყოფელი ხდება და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. გადამდგარი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით მზადდება კვლევა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელთა საქმიანობის შესახებ, ფაქტობრივად აანონსებს მაკომპრომატირებელი ინფორმაციის გავრცელებას.
ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება არ შეესაბამება მმართველობის დემოკრატიულ პრაქტიკას. ..."
სრულად...
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023