en
ge

ბორჯომში ილიას საიუბილეო დღე აღნიშნეს

სამცხე–ჯავახეთი. 8 ნოემბერს,  ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულმა  სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებმა კონფერენციით გამართეს. რომლის თემა იყო: „ილია -  როგორც მოქალაქე და საზოგადო მოღვაწე". ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ამ თემატიკაზე წინასწარ გამოცხადდა კონკურსი. 37 საკონკურსო ნამუშევრიდან ჟიურის წევრებმა 15 საუკეთესო შეარჩიეს, თემების პრეზენტაცია ბორჯომის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  მოეწყო.
სამ გამარჯვებულ მოსწავლეს, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცათ. კონფერენციის ყველა მონაწილეს – სერთიფიკატები.
კონფერენციის მიზანი იყო სამოქალაქო კლუბის წევრებს ილია ჭავჭვაძის მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე და აქტივობებზე ესაუბრათ, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ ილიას მოღვაწეობაზე. 
კონფერენციის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლი, საიდანაც დამსწრე საზოგადოებამ და მონაწილეებმა ილიას მოღვაწეობის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეიტყვეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)